Image

ბავშვი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა - რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

image
loading...

რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალებიხდება ცნობილი.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც რუსთავში ძმისშვილი მოკლა, ჯერ საკუთარი მამა სცემა.ფიზიკური დაპირისპირების დროს მამა აგრესიულ შვილს ხელიდან დაუსხლტა, 29 წლის მამაკაცი კი მასდანით გამოეკიდა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ოთახიდან 12 წლის ბიჭი და ბიძას დამშვიდებისკენმოუწოდა.

მამამ ჩხუბის დროს სახლი დატოვა და მეზობლებს დახმარების მიზნით მიმართა, ამ დროს კი მისმა 29 წლისშვილმა კარი გადაკეტა და ძმისშვილს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბავშვი ყვიროდა და დახმარებასითხოვდა თუმცა დაკეტილ კარს მეზობლები ვერ აღებდნენ. ერთერთმა მეზობელმა მოახერხა და ბინაშიფანჯრიდან შეაღწია, პირველად სწორედ მან ნახა საზარელი სურათი. მეზობელი აცხადებდა რომ ოთახებშისისხლის გუბეები იდგა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამასობაში კორპუსთან პოლიცია მივიდა. სამართალდამცავებმა ბინისკარის შემტვრევა დაიწყეს. კარების მტვრევის ხმაზე მამაკაცი ფანჯრიდან გადმოხტა და გაქცევა სცადა, თუმცაპოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

12 წლის მოზარდი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭის ცხედარი სააბაზანოშიიპოვეს, საცხოვრებელი სახლის სხვა ოთახებს კი სისხლის კვალი ეტყობოდა

მეზობლების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და პერიოდულად არაადეკვატური ხდებოდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი, რომელმაც ძმისშვილი მოკლა, დაოჯახებულია. მათივეთქმით, მკვლელობის დღეს სახლში მისი ოჯახი არ იმყოფებოდა, რადგან მამაკაცი აგრესიული იყო და ცოლ-შვილი ოჯახის უფროსის თხოვნით ბინიდან გაარიდეს.

12 წლის ბიჭი ბიძასთან და ბაბუასთან შაბათ-კვირის გასატარებლად სტუმრად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში დღეს დილით საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ბიძამ 12წლის ძმისშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორუსთავი
шаблоны для dle 11.2
loading...
11-02-2019, 11:16
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები