Image

"არანაირი ჭადრაკი და უცხო ენები. თქვენ კარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას" - ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

image
loading...

ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი თავის ერთ-ერთ საჯარო ლექციაში მშობლებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა აირჩიონ სკოლა, არის თუ არა აუცილებელი მასწავლებელთან კამათი და რა ეტაპზე უნდა გამოუცვალოთ ბავშვს სკოლა.

რჩევა 1
ბავშვი სკოლამდე არ უნდა დატვირთოთ. არანაირი ჭადრაკი, უცხო ენები და სხვა ინტელექტუალური განვითარება. 6-7 წლამდე ბავშვის ტვინი არ არის ფიზიოლოგიურად მზად დიდი რაოდენობის ინფორმაციის მისაღებად. თქვენ კარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას.

რჩევა 2
არ ეძებოთ პირველკლასელისთვის სერიოზული სკოლა. დაწყებით საფეხურზე ბავშვისთვის მთავრი ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნაა. ამიტომ, აირჩიეთ ნორმალური სკოლა სახლის მახლობლად. ბავშვმა არ უნდა დაკაგოს დრო და
ენერგია გზაზე. მას მარტივად ჩამოუყალიბდება ურთიერთობა თანაკლასელებისადმი თუ ისინი იცხოვრებენ მეზობლად.

რჩევა 3
პირველი მასწავლებელი არ უნდა იყოს "ძლიერი" და მკაცრი. პირიქით, უნდა იყოს კეთილი. თქვენ გჭირდებათ უბრალოდ ადეკვატური ქალი, რომელსაც ეყვარება ბავშვები და სამუშაო. ამისათვის, სკოლის შესარჩევად წადით გაზაფხულზე და გაესაუბრეთ იმ მოსწავლეების მშობლებს მასავლებლებზე, რომელთა შვილებმაც დაასრულეს მე-4 კლასი.

რჩევა 4
სკოლა არის თქვენი შვილის პასუხისმგებლობა და არა თქვენი. შეგიძლიათ აიღოთ შვებულება პირველი ორი კვირა, შემდეგ კი უკეთესია ბავშვსგააგებინოთ: "შენი სკოლა მე არ მეხება."

რჩევა 5
შეწყვიტეთ კითხვები გაკვეთილების შესახებ და რეაქციის გამოხატვა ნიშნებზე. სკოლის თემა თქვენთვის გახადეთ ტაბუ. თუ ბავშვს სურს თქვენთან საუბარი ამის შესახებ,
ესაუბრეთ. თუ მას ეს არ სურს ნუ ჩაეძიებით, წადით და თავად გაარკვიეთ სკოლაში რა ხდება.

რჩევა 6
არ მოამზადოთ გაკვეთილები ერთად, არ შეამოწმოთ მისი ჩანთა. იფიქრეთ საკუთარ თავზე, თქვენი შვილი ხომ ჯერ ახალგაზრდაა და თქვენზე უნდა იზრუნოს მოხუცების შემდეგ. თუ ყველაფერს თქვენ გაუკეთებთ, მას ექნება დიდი პრობლემები.

რჩევა 7
რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ თქვენს შვილს. აქ პრინციპული მომენტია - ვინ იწყებს პირველი. დახმარება ბავშვმა უნდა გთხოვოთ: "დედა, აქ ვერ გავიგე." პირველი თქვენ არ უნდა მიხვიდეთ და არ უნდა ჰკითხოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა. თუ ის არაფერს გეკითხებათ, ესეიგი, ყველაფერი ნორმალურადაა.

რჩევა 8
თუ მასწავლებელს არ უყვარს თქვენი შვილი, პრობლემა უნდა გადაწყდეს. სცადეთ, თავიდან მასწავლებელს დაელაპარაკოთ, შემდეგ დირექტორთან ერთად, თუ არ გამოვიდა, მაშინ მიმართეთ უფრო ზემდგომ ორგანოს. შეიძლება გადაიყვანოთ პარალელ კლასში ან სხვა სკოლაში. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ბავშვი მუდმივ სტრესში.

რჩევა 9
გარდატეხის ასაკი ყველაზე მძიმე პერიოდია თქვენი შვილის ცხოვრებაში. ის იწყება, დაახლოებით, 12-14 წლიდან და გრძელდება 15-16 წლამდე. ამ დროს მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ფსიქიკა და ფიზიკური მონაცემები. აქედან გამომდინარე, ჰორმონალური დისბალანსი, ფსიქოლოგიური პრობლემები, დაღლილობა. ამ დროს ბავშვს სპეციალისტის დახმატება სჭირდება. ჩემი რჩევა შემდეგია - თუ თქვენ არ გინდათ კონფლიქტი და სერიოზული პრობლემები, მათ შორის თვითმკვლელობის პრობლემები - უბრალოდ, ნუ შეეხებით ბავშვს. თქვენი ამოცანაა, ამ ეტაპის რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდად გადალხვა, რომ ეს კოშმარი დასრულდეს.

რჩევა 10
არ გააღვივოთ კონფლიქტი სკოლაში, თქვენ წააგებთ. როდესაც თქვენ მიგიწვევენ სასაუბროდ და ილაპარაკებენ თავიანთ ძლიერ სკოლაზე, რთულ პროგრამებსა და არასაჭირო მეცადინეობებზე - არ შეეკამათოთ. დაეთანხმეთ. და გააგრძელეთ ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც თქვენ გინდათ.

რჩევა 11
არ არის საჭირო ბავშვის ნიჭი სპეციალურად განავითაროთ, თუ მას ეს არ სურს. ნიჭის გამოყენება მას უნდა ანიჭებდეს ბედნიერებას. არ არის საჭირო დაძაბულობა, მასწავლებლის პოვნა და ლოდინი, როდის განვითარდება. ამაში არაფერი არ არის ტრაგიკული.

რჩევა 12
ყველაზე მთავარი - ისწავლეთ თქვენი შვილის მიღება. არაფერს არ დაელოდოთ მისგან. არ არის მნიშვნელოვანი, როგორ სწავლობს ან როგორ იქცევა, გიყვარდეთ ის ისეთი, როგორიც არის. დიახ, 15 წლის ასაკში უფრო რთულია, ვიდრე 5 წლის ასაკში. ბავშვმა არ უნდა გამოიწვიოს თქვენი მხრიდან უარყოფა. ამისათვის კი, პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი.шаблоны для dle 11.2
loading...
14-02-2019, 11:35
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები