Image

"დაიდოს, ყველა პლასტიკური ქირურგის ცოლების და ქალი სანათესაოს ფოტოები!" - ნინო ნადირაძე, აგრესიულად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს

image
loading...

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, პოსტს და ბავშვობის დროინდელ ოჯახურ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს და მის მიმართ, აგრესიულად განწყობილ საზოგადოებას, პასუხობს. ტელეწამყვანის გარეგნობას, სოციალურ ქსელებში, ხშირად განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ მისი
ბრწყინვალე გარეგნობა ქმრის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის დამსახურებაა:

"მოკლედ, მინდა დავაწყნარო ჩემი საცურაოკოსტუმიანი სტატიით შეშფოთებული მდედრები და მამრები, დედაჩემიც, დეიდაჩემიც, მამაჩემიც, ბაბუაჩემიც და ბაბუაჩემს რომ ვყავარ ხელში ტუჩებდაბუშტული. მე, ჩემი და და მთელი ჩემი წინაპრები, კუზანოვებმა აგვაწყვეს და ქორილშიც, უკვე აწყობილი ვიყავი! (ფოტოებში დაცულია ჩამოთვლილთა რიგითობა). ივარჯიშეთ მამა, დღეში ორჯერ ჩემსავით, იშრომეთ, მოუარეთ თავს, ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით და არ მოკვდებით დროზე ადრე, ვააა! არაფერი რომ არ მაქვს დაჭიმული, ჩემი ყველა სტილისტი დაადასტურებს, ნაწიბურების არქონის გამო, ყველა იპერაციის შემდეგ რჩება ეგ შრამები)). თან, ამდენ ოპერაციებს კიდე, როდის უნდა ვასწრებდე, ყოველდღე სამსახურში დავდივარ და შვებულებით, 10 წელია არ მისარგებლია! კულტურის მინისტრის არ იყოს, ნუ შე---ცით ვააა!

P.S. ყველა შურიანის ჯინაზე, არამცთუ არ დავბერდე, გადავწყვიტე, საერთოდ არც გარდავიცვალო.

და, ბოლოს, რამდენსაც მინდა, იმდენ ფოტოს დავდებ საცურაო კოსტიუმში! მე გადაგიხდით ფულს, და როგორ აგაწყობენ და შეიძლება თუ არა აწყობა, დავინახავ და დაიდოს, ყველა პლასტიკური ქირურგის ცოლების და ქალი სანათესაოს ფოტოები, თუ ასე მარტივია, აწყობა და გადაწყობა!" - წერს ნინო ნადირაძე.

იხ. ფოტოკოლაჟი:

"დაიდოს, ყველა პლასტიკური ქირურგის ცოლების და ქალი სანათესაოს ფოტოები!" - ნინო ნადირაძე, აგრესიულად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს

шаблоны для dle 11.2
loading...
14-02-2019, 12:26
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები