Image

“ობლობაში გაზრდილი ბავშვი ვიღაცის დაუდევრობამ შეიწირა!” – ვინ იყო სტუდენტი გოგონა, რომელიც სანაპიროზე ავარიას ემსხვერპლა

image
loading...

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში გამეფებულ დაუდევრობას ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები ეწირებიან. ბუნებრივი აირი და განუკითხაობა გზებზე – ალბათ ეს ორი უბედურება პირველ ადგილზეა წელს, ადამიანების ტრაგიკული გარდაცვალებების მიზეზთა შორის.
ამჯერად კიდევ ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა შეიწირა ავარიამ. შემთხვევა სანაპიროზე მოხდა – სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა სალომე ლომთათიძე ტაქსიში იჯდა მეგობარ გოგონასთან ერთად, როდესაც ავარია მოხდა. შეჯახებას სალომეს სიცოცხლე ემსხვერპლა… როგორც დედამისის მეგობარი ლალი მარგიანი იხსენებს, გოგონა ობლობაში გაზარდა დედამ. საუკეთესოდ სწავლობდა და წელს წითელ დიპლომზე უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი:

“ტრიალებს დედამიწა მასზე დატეული ცოდვა-მადლით! ტრიალებს, რა ქნას, ვერ გაჩერდება, დროს ვერ გააჩერებს, დროს, რომელიც დღითი დღე გაუსაძლისი ხდება! ცას მიდიან გოგო-ბიჭები! ზოგი ნებით და ზოგიც – უნებურად… კარგები გაჰყავსო უფალს, მზის სხივს ედევნებიანო, ცას მიდიანო…

მოგვიმრავლდნენ ცასწავალები ნებით თუ უნებურად უბედურდებიან დედები, აუბედურებენ შვილები და კიდევ მეტად – სხვისი შვილები, ცოდვას იდებენ… ვერავინ, ვერავინ გაიზიარებს დედის ტკივილს ამ დროს, არავის ძალუძს ამის გაზიარება, თუ გამოცდილი არ აქვს! ვერც ნუგეშისცემას შეძლებს ვერავინ, შვილმკვდარი დედაც კი, რადგან ასეთ დროს ყველა სიტყვა ძალას კარგავს!

ჩვენ, კლასელები სულშეძრულნი ვართ… ნატო ჯაფარიძის წუხილს ვწუხვართ, კიდევ ერთ გაუბედურებულ დედას დავტირით, შვილის ცხედარს
რომ ვერ შელევია! სალომე ლომთათიძის შეწყვეტილ სიცოცხლეს ვტირით დედასთან ერთად!

ჩვენი ყველაზე მხიარული, უბოროტო და უწყინარი მეგობრის სახეზე ღიმილი ჩაქრა, ობლობაში გაზრდილი შვილი ვიღაცის დაუდევრობამ იმსხვერპლა!”шаблоны для dle 11.2
loading...
12-03-2019, 22:22
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები