Image

რამოდენიმე წუთის წინ ნასვამმა მძღოლმა 12 ბიჭი გაიტანა რის შედეგად ბავშვი ადგილზე დაიღუპა

image
loading...

დღეს, 15 აპრილს, ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 12 წლამდე ბიჭი დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა ფეხით მიმავალ ბავშვს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი. შსს-ს ცნობით იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.шаблоны для dle 11.2
loading...
15-04-2019, 21:29
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები