Image

ასე წასვლა არ გაბედო, თავის მართლება აღარ გაბედო! გეთქვა, რომ დაიღალე, რომ აღარავის სჭირდები, რომ ყველამ ზურგი გაქცია

image
loading...

ჟურნალისტი თამარ კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:

“წავიკითხე, როგორც იქნა, სარალიძის ინტერვიუ.

ყოფილხართ კომკავშირლების სხდომაზე? – მე არა, მაგრამ წამიკითხავს და კი, ასე საუბრობდნენ იქაც, როგორც ახლა სარალიძე: – ჭკუა ვისწავლე, თქვენი გაზეთის (იგულისხმება “ასავალ-დასავალი”) კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი ქმედება სხვა კუთხიდან დამანახა,.თვალი ამიხილა, გავიგე, რას ფიქრობს ჩემზე საზოგადოების დიდი ნაწილი.
ხო, ბელადი მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში! – ,მჯიღიც დავირყათ გულზე.
არ გაბედო თავის მართლება, რის გამო იმართლებ თავს?
ბავშვებს რომ იარაღებით უშვებენ სკოლაში, მაგის გამო?
დირექტორი რომ ისევ არ მოუხსნიათ, მაგის გამო?

საქმე რომ შეკერეს, მაგის გამო?
მკვლელი რომ ისევ არ დაუჭერიათ, მაგის?
რის გამო იმართლებ თავს?
სახლში უნდა მჯდარიყავი?
ასე უფრო მშვიდად იქნებოდნენ?
მესმის, დაიღალე, რთულია, ვინ ამბობს, რომ მარტივია, მესმის, მაგრამ ასე არა, ასე წასვლა არ გაბედო, თავის მართლება აღარ გაბედო!
არ გარიგებულხარ შენ ნაცებთან, იმ ზღვარზე გყავდა, სადამდეც გჭირდებოდა, რომ არ მოეკალით, რომ არ დაევიწყებინე ხალხს…

ტყულია?
მას შემდეგ, რაც სარალიძემ პარტიის ჩამოყალიბებაზე თქვა უარი, მას შემდეგ რაც, არ გამოყენებინა მისი შვილის სისხლი პოლიტიკოსებს, მას შემდეგ რაც არჩევნები წააგეს – ვის გაახსენდა სარალიზე? რამდენჯერ ახსენეს არჩევნების მერე?
რომ დავწერე არჩევნებამდე, მორჩება არჩევნები და არც ნაცს ენდომება და აღარსც ქოცს-მეთქი, ლამის ჩამქოლეს.
ბესელიას კუპრავა უკვირდა და თავად, რა წამსაც გაიქცა, გვარამიას ჩაუდო თავი კალთაში და ისე იქვითინა.
ფარისევლებო!
ბესელიას ხომ აპატიეთ ნაცის ეთერი, სარალიძეს ვერ აპატიეთ კუპრავა?
ბოკერია აპატიეთ ივანიშვილს და სარალიძეს ვერ აპატიეთ კუპრავა?
მზად ხართ, მურუსიძე აპატიეთ ივანიშვილს და სარალიძეს ვერ აპატიეთ კუპრავა?
მაშ, მტყუანსა?
ჩემი სინდისის ცოცხალი ძეგლი ჩახსნეს რუსთაველიდან და უფრო ამიტანა შიშმა.
სარალიძეს თუ მაჩალიკაშვილიდან ჩახსნიან, სარალიძეს თუ რუსთაველიდან ჩახსნიან და იმას ათქმევინებენ, რაც თქვა – ე.ი. ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში და უნდა გეშინოდეთ!
გეთქვა, რომ დაიღალე, რომ აღარავის სჭირდები, რომ ყველამ ზურგი გაქცია და დაგტოვა და გავიგებდი.
აღარ გაბედო თავის მართლება, აღარასოდეს”.шаблоны для dle 11.2
loading...
24-04-2019, 12:06
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები