Image

29 წლის ბიჭი, რომელიც კაცს დაეჯახა და თავი მოიკლა, დამნაშავე არ იყო – ,,კამერებში ჩანს, რომ კაცმა გზაზე გადაურბინა”

image
loading...

29 წლის ახალგაზრდამ, რომელმაც უბედური შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლობარგში დღეს დაკრძალავენ.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა.
-როგორც ვიცით, ის დამნაშავე არ იყო, თორემ პოლიცია როგორ არ დააკავებდა. კამერების ჩანაწერები ამოიღეს, სადაც ჩანდა, რომ მამაკაცმა გზაზე გადაურბინა და ეს შეჯახებაც მაშინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მას უთხრეს, მისი დანაშაული არ იკვეთებოდა, ისე იმოქმედა მასზე მომხდარმა, დილით საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. ძალიან მაგარი ბიჭი იყო, მთელი სოფლის სული და გული. ან საკუთარ თავს რას ერჩოდა, ან ჩვენ რას?! დღეს მთელი სოფელი გლოვობს , – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
გასულ შაბათს ნ.კ სამსახუროებრივი ავტომანქანით ბათუმში 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას ცოლ-შვილი არ ჰყავდა.
წყარო სარკე
шаблоны для dle 11.2
loading...
2-05-2019, 12:22
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები